სტატისტიკა: კიოლნი 1:4 ბაიერნი
გერმანიის თასზე მიუნხენის ბაიერნმა მორიგი მატჩის სტუმრად კიოლნის წინააღმდეგ გამართა. ვენსან კომპანის შეგირდები მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლები არიან. რეკორდმაისტერმა გუშინდელი მატჩის ჩათვლით მიჯრით მეთოთხმეტე გამარჯვება მოიპოვეს.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიშის გახსნა შეხვედრის 31-ე წუთზე კიოლნმა მოახერხა. ისაკ იოჰანესონის გადაცემა რაგნარ აჩემ გამოიყენა და თხები დააწინაურა.
წონასწორობის აღდგენა 5 წუთში ლუის დიასმა მოახერხა. ორ წუთში კი ჰარი კეინმა რეკორდმაისტერის სხვაობა 1 ბურთამდე გაზარდა. პირველი ტაიმიც ასე 1:2 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს გუნდებმა. მატჩის 64-ე წუთზე იოზუა კიმიხის გადაცემით ჰარი კეინმა ისარგებლა და რეკორდმაისტერის სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ინგლისელმა კი აქტივში დუბლი ჩაიწერა.
ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე მაიკლ ოლისემ დააფიქსირა 1:4. ფრანგმა ლუის დიასის გადაცემით მეტოქის კარი აიღო, ხოლო კოლუმბიელმა გოლს საგოლე გადაცემაც დაუმატა აქტივში.
შეხვედრის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: