სტატისტიკა: ბაიერნი 3:0 ლევერკუზენი

ბუნდესლიგის მე-9 ტურში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე ლევერკუზენის ბაიერს უმასპინძლა. ვენსან კომპანის გუნდი მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია და არც გუშინდელ შეხვედრაში შეიცვალა რამე. რეკორდმაისტერმა დამაჯერებლად 3:0 გაიმარჯვა.

ანგარიშის გახსნა მატჩის 25-ე წუთზე ბიშოფის ბრწყინვალე გადაცემით სერჟ გნაბრიმ მოახერხა, რომელიც მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და მომენტის რეალიზაციაც საკმაოდ ლამაზად მოახერხა. გერმანელმა ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი მეკარეს და რეკორდმაისტერი დააწინაურა.

მალევე 31-ე წუთზე ნიკოლას ჯექსონმა სხვაობა ორამდე გაზარდა. სენეგალელმა კონრად ლაიმერის გადაცემა იდეალურად გამოიყენა.

პირველი ტაიმის მიწურულს რაფაელ გერეირო საჯარიმოში გადაცემას ასრულებდა, რომლის ჩაჭრაც ლოიკ ბადემ სცადა, თუმცა ლევერკუზენის ბაიერისთვის სამწუხაროდ ბურთი პირდაპირ კარში შევარდა და ფრანგის ანგარიშზეც ავტო გოლი ჩაიწერა 3:0.

შეხვედრის მეორე ნახევარშიც აქტიური იყო მიუნხენის ბაიერნი, თუმცა ანგარიში პირველი ტაიმის შემდეგ აღარ შეცვლილა. მატჩის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

ბაიერნი3:0ლევერკუზენი
59%ბურთის ფლობა41%
18დარტყმები7
4კარში დარტყმა1
10კუთხურები4
1თამაშგარე1
11ჯარიმები3
1ყვითელი ბარათები1
0წითელი ბარათები0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.