ვენსან კომპანი: ეს საკმარისი არ არის

ვენსან კომპანი ბუნდესლიგის მე-9 ტურის მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გუშინდელ შეხვედრაზე საუბრობს. ბელგიელი სპეციალისტის თქმით მიღწეული შედეგი საკმარისი არ არის და გუნდმა ასე უნდა გააგრძელოს წინსვლა.

შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერმა გუშინ ლევერკუზენის ბაიერს უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ბაიერნისთვის მიმდინარე სეზონში ეს ზედიზედ 15 გამარჯვება იყო.

"ჰარი კეინის, ლუის დიასისა და მაიკლ ოლისეს გარეშე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პირველივე წუთებიდანვე მაღალ ტემპში გვეთამაშა, რათა ჩვენს გამარჯვებაში არანაირი ეჭვი არ ყოფილიყო. დავალებას თავი შესანიშნავად გავართვით.

ჩვენი სურვილია თითოეულ ფეხბურთელს მივცეთ სათამაშო დრო და მიმდინარე სეზონში უკვე 15 გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ასე უნდა გავაგრძელოთ", - ამბობს ვენსან კომპანი.

მომდევნო შეხვედრას მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 5 ნოემბერს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება პარკ დე პრენსზე.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.