კასპერ ჰიულმანდი: ბაიერნი ევროპის საუკეთესო გუნდია
კასპერ ჰიულმანდი ბუნდესლიგის მე-9 ტურში მიუნხენის ბაიერნთან გამართულ შეხვედრას აფასებს. ფარმაცევტების მთავარი მწვრთნელი რეკორდმაისტერს აქებს და აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის ვენსან კომპანის გუნდი ევროპაში საუკეთესოა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენელებმა საკუთარ მოედანზე ლევერკუზენის ბაიერს დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 სძლიეს. რეკორდმაისტერისთვის ეს მიმდინარე სეზონში ზედიზედ მოპოვებული 15-ე გამარჯვებაა.
"უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპაში მიუნხენის ბაიერნი საუკეთესო გუნდია. ვენსან კომპანის გუნდმა თითოეულ დაშვებულ შეცდომაზე უმალ დაგვსაჯა.
თამაშით უკმაყოფილოები ვართ, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრ ასპექტზე გვაქვს. მიუხედავად ჩვენი უკმაყოფილებისა, უნდა ვაღიაროთ, რომ მიუნხენის ბაიერნი ძალიან კარგად გამოიყურებოდა", - განაცხადა კასპერ ჰიულმანდმა.
ლევერკუზენის ბაიერი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე ბენფიკას წინააღმდეგ გამართავს, ხოლო მიუნხენის ბაიერნი სტუმრად პარი სენ-ჟერმენს ეწვევა.