ჰერბერტ ჰაინერი ბაიერნის პრეზიდენტად რჩება
ჰერბერტ ჰაინერი, რომელიც ამ მომენტისთვის მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტის პოსტს იკავებს, კიდევ ერთი ვადით იქნა არჩეული. აღნიშნულ ინფორმაციას რეკორდმაისტერის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ კლუბის გენერალურ ასამბლეაზე 71-წლის მენეჯერმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, დააგროვა რა ხმების 95.63%. საკუთარი თანამდებობები შეინარჩუნეს ვიცე-პრეზიდენტმა დიტერ მაიერმა და ვიცე-პრეზიდენტის მოადგილემ ვალტერ მენეკესმა.
აღსანიშნავია, რომ ჰერბერტ ჰაინერი მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს.
71-წლის ჰაინერამდე პრეზიდენტი ული ჰიონესი იყო 2016-19 წლებში. 2014-16 წლებში კარლ ჰოფნერი იკავებდა აღნიშნული თანამდებობას, ხოლო 2009-14 წლებში კვლავ ული ჰინესი ხელმძღვანელობდა კლუბს, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი შეცვალა.