სტატისტიკა: პარი სენ-ჟერმენი 1:2 ბაიერნი

მიუნხენის ბაიერნისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ვენსან კომპანის გუნდმა სტუმრად პარიზში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და გამარჯვებების სერია 16-მდე გაზარდა.

მატჩში ანგარიშის გახსნა მალევე მაიკლ ოლისეს პასის შემდეგ ლუის დიასმა მე-4 წუთზე მოახერხა. რეკორდმაისტერი მაღალ პრესინგს ეთამაშებოდა პარიზელებს, ფეხბურთელები ბევრს მოძრაობდნენ და სახიფათო მომენტებიც უხვად იყო.

რეკორდმაისტერის ანგარიშის ორამდე გაზრდა კვლავ ლუჩო დიასმა მოახერხა. კოლუმბიელმა პარი სენ-ჟერმენის მცველების არაორგანიზებული თამაშითა და დაბნეულობით ისარგებლა და მატჩის 32-ე წუთზე შევალიეს კარი მეორედ დალაშქრა.

დღევანდელი შეხვედრის ერთგვარი გმირიც და ანტიგმირიც ლუის დიასი გამოდგა. კოლუმბიელმა პირველი ტაიმისთვის დამატებულ დროში აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. მომენტი ვარმა გადაამოწმა და ლუჩო დიასი მოედნიდან იქნა გაძევებული.

კაცნაკლული რეკორდმაისტერი მეორე ტაიმში აქცენტირებული დაცვაზე უფრო იყო და თავს ორგანიზებულად იცავდა. მიუხედავად ამისა 74-ე წუთზე ჟოაო ნევეშმა მანუელ ნოიერს გოლი შეუგდო და სხვაობა ერთამდე შეამცირა.

81-ე წუთზე ვენსან კომპანიმ მაიკლ ოლისე მოხსნა მოედნიდან და მის ნაცვლად კიმ მინ-ჯაე გამოიყვანა მეტი დაცვითი ფუნქციების რეალიზებისთვის. საბოლოოდ მატჩი რეკორდმაისტერის მინიმალური გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

დღევანდელი შეხვედრის სტატისტიკა კი ასეთია:

პარი სენ-ჟერმენი1:2ბაიერნი
71%ბურთის ფლობა29%
25დარტყმები9
9კარში დარტყმა5
9კუთხურები1
3თამაშგარე3
7ჯარიმები9
1ყვითელი ბარათები3
0წითელი ბარათები1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.