ხვიჩა კვარაცხელია: მიუნხენის ბაიერნი ძალიან ძლიერია

ჩემპიონთა ლიგის გუშინდელ შეხვედრას მატჩის შემდგომ ხვიჩა კვარაცხელია გამოეხმაურა. ქართველი შემტევის თქმით მიუნხენის ბაიერნი ძალიან ძლიერი გუნდია და უმცირესობაში მყოფებიც კი ახერხებდნენ თავის შესანიშნავად დაცვას.

შეგახსენებთ, რომ ვენსან კომპანის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ პარიზში დედაქალაქელები მინიმალური სხვაობით 1:2 დაამარცხა. რეკორდმაისტერი მეორე ტაიმი ათი კაცით თამაშობდა.

"მიუნხენის ბაიერნი ძალიან ძლიერი გუნდია. უმცირესობაში მყოფებიც კი ახერხებდნენ თავის შესანიშნავად დაცვას. შეხვედრის მიმდინარეობისას მომენტები გვქონდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჩემთვის მანუელ ნოიერი სპორტის ლეგენდაა. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.