ლუის ენრიკე: ბაიერნი ჩვენზე ძლიერი იყო
ლუის ენრიკე გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში მატჩს აფასებს და აღნიშნავს, რომ თანაბარი შემადგენლობებით მიუნხენის ბაიერნი გაცილებით ძლიერი იყო.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტაიმში კოლუმბიელმა ლუის დიასმა აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. მომენტი ვარმა გადაამოწმა და ლუჩო დიასი მოედნიდან იქნა გაძევებული. მეორე ნახევარი რეკორდმაისტერმა ათი კაცით გააგრძელა.
"ეჭვგარეშეა, რომ თანაბარი შემადგენლობებით მიუნხენის ბაიერნი გაცილებით ძლიერი იყო. პირველ ტაიმში მეტოქეს სასიამოვნო საჩუქრები გავუკეთეთ. შეიძლება მეტიც გაგვეშვა. მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა, რადგან ერთი ფეხბურთელით მეტი ვიყავით მოედანზე.
შედეგები? მომავალზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. ვიცით, რომ საშინელი განრიგი გვაქვს. შემდგომი მატჩები ძალიან მძიმე იქნება. დემბელეს რა სჭირს ზუსტად არ ვიცი, ამ ტრავმას წინასთან არანაირი კავშირი არ აქვს. უკიდურესი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ", - განაცხადა ლუის ენრიკემ.