სტატისტიკა: უნიონი 2:2 ბაიერნი
ბუნდესლიგის მეათე ტურში მიუნხენის ბაიერნი უნიონ ბერლინს ეწვია. ვენსან კომპანის გუნდი როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა ბერლინიდან ერთი ქულის წამოღება მოხერხდა მხოლოდ.
შეხვედრის დაწყებიდან მალევე მეათე წუთზე ილიას ანსაჰიმ რეკორდმაისტერს გოლი გაუტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა. შეხვედრის 27-ე წუთზე ჰაბერერის გადაცემით დანილო დოეხიმ ისარგებლა და მატჩში ანგარიში გახსნა.
ვენსან კომპანის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება პირველი ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე ლუის დიასის გოლით შეძლო.
მეორე ტაიმი სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრის 83-წ თუზე დანილო დოეხიმ კიდევ ერთხელ მოახერხა მანუელ ნოიერის კარის აღება და ანგარიში ორამდე გაზარდა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჰარი კეინმა მოახერხა.
ინგლისელმა ფორვარდმა ტომ ბიშოფის გადაცემა გამოიყენა და გუნდი წაგებისგან იხსნა. დღევანდელი შეხვედრის სტატისტიკა კი ასეთია: