ვენსან კომპანი: ბაიერნს ცუდად არ უთამაშია
ვენსან კომპანი ბუნდესლიგის მეათე ტურის დასრულების შემდეგ შეხვედრას აფასებს. ბელგიელი სპეციალისტი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ მიუნხენის ბაიერნმა ცუდად არ ითამაშა, თუმცა უნიონმა ბევრი რამ სწორად გააკეთა.
"მატჩის პირველ ნახევარში საკმარისი ვერ გავაკეთეთ, ორი-სამი ნაბიჯით დავაგვიანეთ და ბევრი ართმევა გავაცუდეთ. უნიონის მთავარი ძალა, რომ სტანდარტები იყო კარგად ვიცოდით, საქმე დეტალებში იყო.
30-ე წუთის მერე ვერ ვიტყვი, რომ თამაში ცუდად გამოგვდიოდა. რთული იყო, თუმცა სწორედ ამას მოველოდით. ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ აქვე უნდა ავღნიშნო, რომ მოწინააღმდეგემ ბევრი რამ სწორად გააკეთა", - ამბობს ვენსან კომპანი.
მანუელ ნოიერის შეცდომით გაშვებულ გოლთან დაკავშირებით კი ბელგიელი ამბობს: "ჩემგან რას მოელით? რომ ჩემი გუნდის ძირითად მეკარეზე რამეს ვიტყვი? რათქმაუნდა, არა. ეს გუნდური თამაშია. როდესაც გოლს უშვებ რიგი ფაქტორების თანმიმდევრობა განაპირობებს ამას. ჩვენ ამ მომენტებსაც ვაქცევთ ყურადღებას".