ჰერბერტ ჰაინერი: თომას მიულერს შეუძლია ჩემი მემკვიდრე გახდეს
ჰერბერტ ჰაინერი, რომელიც ამ მომენტში მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, Die Zeit-თან ინტერვიუში თომას მიულერზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელს შეუძლია მისი მემკვიდრე გახდეს.
შეგახსენებთ, რომ 36-წლის შემტევი ნახევარმცველი ამჟამად ვანკუვერის ღირსებას იცავს. თომას მიულერმა მიუნხენის ბაიერნი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, ზაფხულის სატრანსრფერო პერიოდში დატოვა.
"მას შეუძლია კლუბის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, შეუძლია ელჩი გახდეს. ჩემს შემდეგ ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, თომასს შეუძლია ჩემი მემკვიდრე გახდეს.
მან კლუბი ზედმიწევნით კარგად იცის. თომასი ჭკვიანი, საზრიანი ადამიანია, ახლა კი საერთაშორისო გამოცდილებაც შეიძინა. ის იდეალური ვარიანტია. მინდა სამომავლოდ კიდევ ვიხილო თომას მიულერი მიუნხენის ბაიერნში რაიმე თანამდებობაზე", - ამბობს ჰერბერტ ჰაინერი.