ანტონიმ ბაიერნს ზაფხულში უარი უთხრა
ბეტისის ბრაზილიელი ნახევარმცველი ანტონი Globo Esporte-თან საუბარში გასული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ რეკორდმაისტერი მისი შეძენით იყო დაინტერესებული, მეტიც ტელეფონით მას ვენსან კომპანი ესაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნი 25-წლის ნახვერამცველის სანაცვლოდ მანჩესტერ იუნაიტედს 30 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ანტონიმ საბოლოოდ გადაწყვეტილება ბეტისის სასარგებლოდ მიიღო.
"სატრანსფერო ფანჯარა მომდევნო დღის შვიდ თუ რვა საათზე იხურებოდა. ამ დროს, როდესაც ბეტისთან მოლაპარაკებები იდეალურად მიდიოდა დამიკავშირდნენ მიუნხენის ბაიერნიდან.
მინდა ავღნიშნო, რომ ამ ამბავმა ჩემზე ზეგავლენა იქონია. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიო გიგანტზე, მიუნხენის ბაიერნზე, სადაც დიდებული ისტორიის მქონე მწვრთნელი მუშაობს. თავად ვენსან კომპანიმ დამირეკა ტელეფონზე. ის უკიდურესად თავაზიანი იყო, მითხრა, რომ ჩემი თამაშის სტილით ყოველთვის მოხიბლული იყო. საუბარი დაახლოებით ღამის 11 საათზე შედგა.
ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იმან იმოქმედა, რომ მეოჯახე ადამიანი ვარ. საუბარი ბავშვებზეა. ლორენსოს ძალიან უყვარს ეს ქალაქი, როდესაც შვებულებაში ბრაზილიაში ვიმყოფებოდით, თითქმის ყოველ დღე მეკითხებოდა: მამა როდის გადავალთ საცხოვრებლად ესპანეთში?!", - ამბობს ანტონი Globo Esporte-თან საუბარში.