იოსიპ სტანიშიჩს მიუნხენის ბაიერნში დაბრუნება არ სურს

იოსიპ სტანიშიჩს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლევერკუზენის ბაიერიდან მიუნხენის ბაიერნში დაბრუნება არ სურს, აღნიშნულ ინფორმაციას Bayern & Germany ტვიტერზე ავრცელებს.

ჟურნალისტის პატრიკ ბერგერის ინფორმაციით ხორვატს ფარმაცევტებში დარჩენა აქვს განზრახული, რომლის ღირსებასაც არენდის მეშვეობით მიმდინარე სეზონში იცავდა. წყარო იტყობინება, რომ სტანიშიჩმა საკუთარი გადაწყვეტილება რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობას უკვე ამცნო.

ჯერ-ჯერობით უცნობია მიჰყიდის თუ არა მიუნხენური გრანდი თავის პირდაპირ კონკურენტს ხორვატ ფეხბურთელს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კლუბებს შორის აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს - მოსალოდნელია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება დიალოგი.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.