ბაიერნი უმაღლესი დონის ცენტრალურ მცველს ეძებს
SKY-ს ცნობილი სპორტული ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა უმაღლესი დონიც ცენრალურ მცველს ეძებს.
ჟურნალისტის ინფორმაციით ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე ინტერთან მარცხის შემდეგ მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ აუცილებელი იყო დაცვის ხაზში ცვლილებები, სწორედ ამიტომ ახლა რეკორდმაისტერი ბაზარს სწავლობს.
როგორც ცნობილია დაიო უპამეკანოსთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რადგან ფეხბურთელის მოთხოვნები რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობისთვის მისაღებზე მეტია.
კიმ მინ-ჯაემ შესაძლოა მიუნხენის ბაიერნი დატოვოს, თუ ამ ზაფხულს სხვა უკეთესი შემოთავაზება ექნება. რაც შეეხება ერიკ დაიერს ბავარიული გრანდის მესვეურები ამ დრომდე ცდილობენ მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას.