მაქს ებერლი საშა ბოეს სავარაუდო წასვლაზე საუბრობს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საშა ბოე მიუნხენის ბაიერნში არსებული სიტუაციით და სათამაშო დროის სიმწირის გამო უკმაყოფილოა. აქედან გამომდინარე პრესაში უკვე დაიწერა ინფორმაცია ფრანგი შემტევის ტრანსფერის თაობაზე.

საშა ბოეს მოქმედი კონტრაქტი გერმანულ გრანდთან 2028 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ფრანგი ფეხბურთელი რეკორდმაისტერში 2023/24 წლების სეზონიდან ირიცხება. მიუნხენის ბაიერნმა ბოეს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალათასარაი ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას და იმ შემთხვევაში თუ საშა ბოე რეკორდმაისტერის დატოვებას გადაწყვეტდა თურქული კლუბი მზად იყო ფრანგის კლუბში დაბრუნებაზე ემუშავა.

"თურქეთიდან და გალათასარაიდან არანაირი შემოთავაზება არ მიგვიღია. ჩვენ წყნარად განვიხილავთ სიტუაციას და ვნახავთ რა მოხდება ზაფხულში", - მაქს ებერლის სიტყვებს ციტირებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.