ფილიპე ლოიოლა ბაიერნის მორიგი სატრანსფერო სამიზნეა
ფილიპე ლოიოლა, რომელიც ამ მომენტისთვის არგენტინის ჩემპიონატში მოასპარეზე ინდეპენდიენტეს ღირსებას იცავს, TyC Sports-ს ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნის მორიგ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს.
TyC Sports-ის ჟურნალისტის სესარ ლუის მერლოს ინფორმაციით გერმანული გრანი ინდეპენდიენტეს ტრანსფერის დასკვნით ფაზაში არიან. transfermarkt-ის ინფორმაციით 24-წლის ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.
რეკორდმაისტერი მზად არის ფილიპე ლოიოლას სანაცვლოდ ინდეპენდიენტეს 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. აღსანიშნავია, რომ ნახსენები ტანხის 50% საფეხბურთო კლუბი უაჩიპატო მიიღებს, რომელიც 24-წლის ნახევარმცველის სატრანსფერო უფლებების 50% მფლობელია.
ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი 24 წლის ჩილელის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერის ალბათობას ამ მომენტისთვის 35% აფასებს.