ჩემპიონობის დღეს ხელმძღვანელობა ფლორიან ვირცს შეხვდა
ფლორიან ვირცის ტრანსფერზე მიუნხენის ბაიერნი აქტიურად მუშაობდა, თუმცა საბოლოოდ ახალგაზრდა გერმანელის რეკორდმაისტერში გადმობირება ვერ მოხერხდა.
Bayern&Germany-ი Suddeutsche Zeitung-ზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების დღეს, 18 მაისს ქალაქ მიუნხენში რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ფლორიან ვირცს შეხვდნენ.
როგორც ირკვევა 22 წლის შემტევს აეროპორტში დახვდნენ და სასტუმრომდე მიაცილეს, სადაც ფლორიან ვირცი ჯერ გუნდის მთავარ მწვრთნელს გაესაუბრა, ხოლო შემდეგ კლუბის ხელმძღვანელებთან ჰქონდა შეხვედრა.
ხელმძრვანელი პირებიდან სახელდება ული ჰიონესი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, მაქს ებერლი, კრისტოფ ფროიდი და იან კრისტიან დრეზენი.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ფლორიან ვირცი შვებულებაში გავიდა და ხუთ დღეში რეკორდმაისტერს ზრდილობიანად უარი განუცხადა შეთავაზებაზე. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა გერმანელმა შემტევმა საკუთარი გადაწყვეტილება ვენსან კომპანის შეატყობინა, ხოლო შემდეგ მამამისმა მაქს ებერლის და ული ჰიონესს გააცნო შვილის გადაწყვეტილება სატელეფონო საუბარში.